რეზონანსი
03.10.2024

"ქართული ოცნების" ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს 2025 წლის 10-ელი იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.

კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.

მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება - მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი.

ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში.

2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება.

პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:

პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.

პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მლნ-დან 4.3 მლნ ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციაში, 10.6 მლნ-დან 13.3 მლნ-მდე

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ზრდა მოიცავს, საჯარო მოხელეებისთვის ინდექსაციით (10%) გაზრდილ შრომის ანაზღაურებასაც.

"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილებების ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გია ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×