რეზონანსი
01.10.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძვანელს მიმართავს, რომ შეცვალოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით,  რაჟდენ კუპრაშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია.

"შავ დღეშია რაჟდენ კუპრაშვილი. არ დაემორჩილება კობახიძეს და მოხსნის ორ წუთში, კანონის დარღვევა არ დაჭირდება, 

დაემორჩილება და თავისი ხელით შექმნის სამართლებრივ სამხილს, რომ პარტია "ქართული ოცნების"  გაგრძელებაა, არანაირი დამოუკიდებლობა არ აქვს და ყველა თავის გადაწყვეტილებას - როგორც მიღებულს, ასევე მომავალში მისაღებს, გამოაცლის ყველანაირ სანდოობას. ისედაც ვინ ენდობოდა, მაგრამ მაინც. ოცნება კი ამ არჩევნებს აგებს და რამდენიც არ უნდა ეცადოს დამკვირვებლებზე ზეწოლას, ამ არჩევნებს წააგებს, ამის მიზეზი თავის თავში ეძებონ და არა გარეთ - ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება დაარღვიეს და ბოლოს, ქვეყნის კონსტიტუციური კურსის ცვლილება განიზრახეს, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს, ამას კი მათ არავინ აპატიებს" - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×