რეზონანსი
20.09.2024

პარტია "გახარია საქართველოსთვის" მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას სამ-პუნქტიან შეთავაზებაზე მამუკა ხაზარაძისგან თანხმობას მიიღებენ.

როგორც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერში განმარტავს, პარტიას მოლაპარაკებების კარი არ დაუხურავს და მზად არის აუდიენციის განსაახლებლად.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი მამუკა ხაზარაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ საგანგებო ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერის არგუმენტი ნეიტრალურ პლატფორმასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია.

მეტიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური პლატფორმის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძველი სხვა უკვე რეგისტრირებულ კვალიფიციური სუბიექტის ბაზაზე არსებობს.

ჩვენ ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გავაგრძელოთ, რადგან მცირე დრო არის დარჩენილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დავუბრუნდეთ. თუ ბატონი მამუკა ხაზარაძისგან იქნება თანხმობა იმ სამ პუნქტთან დაკავშირებით თანხმობა, ჩვენ არ დაგვიხურავს კარი, დავტოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ საუბარი გავაგრძელოთ. მე ვუსმინე მამუკა ხაზარაძის ბრიფინგს, სადაც მესამე პუნქტზე საუბარი საერთოდ არ იყო. მომეჩვენა, რომ მან თავი აარიდა ამ საკითხზე საუბარს და შეეცადა, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პრობლემებით აეხსნა და ძირითადად, აქეთკენ წაეყვანა საუბარი ნეიტრალურ პლატფორმასთან დაკავშირებით. რეალურად, ნეიტრალური პლატფორმის სამართლებრივი შესაძლებლობა არის სხვა უკვე რეგისტრირებული კვალიფიციური სუბიექტის ბაზაზე. ამიტომ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×