რეზონანსი
19.09.2024

ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს , - ამის შესახებ „თავისუფლების მოედანის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენელი სუბიქტის განცხადების თანახმად, თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ღია ყოფილიყო დიალოგისთვის.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.

თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.

ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს“, - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×