რეზონანსი
19.09.2024

გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია, - ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

ანა დოლიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი მთლიანი კოალიციის სახელით წარმართა.

„გამიკვირდა გიორგი გახარიას პოსტი. მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს „განქოცება". ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.

ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია ,,ძლიერი საქართველო" არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.

არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.

რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის", - წერს ანა დოლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×