რეზონანსი
19.09.2024

98 დღიანი პატიმრობა დასრულდა - "ბალდის კანიონის" მცველი ინდიკო ბჟალავა თავისუფალია. ინფორმაციას მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ავრცელებს.

ირკვევა, რომ სასამართლომ მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა. 

ინდიკო ბჟალავა თავისუფალია!

98 დღიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ინდიკოს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა!

ეს გამარჯვება ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისა და შეუპოვრობის დამსახურებაა"- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ინდიკო ბჟალავა ივნისში მომხდარ დაპირსიპირების საქმეზე დააკავეს - საუბარია  ბალდაში, მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარავში მომხდარი თავდასხმის საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. დაჭრა ინდიკო ბჟალავა და მისი ძმა. 

ამ ინცინდენტზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გელა და გია ხურცილავები დააკავა. 

ბჟალავასთან დაკავშირებით, გამოძიება ამბობს, რომ მარტვილის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ინდიკო ბჟალავამ გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×