რეზონანსი
19.09.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი რომელ ქვეყანაშიც ჩავიდა, ყველგან თავისი კრიმინალური კვალი დატოვა.

იონათამიშვილის თქმით, კეზერაშვილმა ათასობით ევროპელი პენსიონერი გაამწარა, თუმცა ევროპის ქვეყნებში „ტურისტის“ სახელით რატომღაც თავისუფლად გადაადგილდება.

„პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს გასცენ პასუხი, რატომ არ აკავებენ საკუთარი მოქალაქეების მძარცველ კეზერაშვილს. ნამდვილად დამნაშავე რომ არის, ამის უფრო მეტი მტკიცებულება ხდება საჯარო. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს, ხელს აფარებს კრიმინალს. კრიმინალისთვის ხელის დაფარება ნებისმიერ აქტორს მძიმედ დაუჯდება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×