რეზონანსი
19.09.2024

ისრაელში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ქვეყნის უშიშროებაში აცხადებენ. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ორჯერ იყო უკანონოდ გადასული ირანში და დავალების შესასრულებლად შესაბამისი თანხაც მიიღო. 

უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი გასულ თვეში დააკავეს და მის სამიზნეებს შორის, გარდა პრემიერისა, იყვნენ თავდაცვის მინისტრი და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი. ბრალდებულის ვინაობა არ სახელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×