ყველამ კარგად ვიცით, რომ კეზერაშვილს დანაშაული მიუძღვის, საკმაოდ ძლიერი მფარველები ჰყავს, რომლებიც მის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, სამართლებრივად სახელმწიფოები ვალდებული არიან, შესაბამისად იმოქმედონ.
„კითხვები იმ ქვეყნებს ეკუთვნით, სადაც დავით კეზერაშვილი გადაადგილდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ მას დანაშაული მიუძღვის. სამართლებრივად სახელმწიფოები ვალდებული არიან, შესაბამისად იმოქმედონ, მაგრამ ვხედავთ, რომ მას საკმაოდ ძლიერი მფარველები ჰყავს, რომლებიც მის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.