რეზონანსი
19.09.2024

"ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე დღეს 2 საათზეც, თქვენ გითხართ ამის შესახებ...შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე" - მამუკა ხაზარაძე გახარია-საქართველოსთვის პარტიის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლელოში" არსებობდა მზაობა შეთანხმების მიღწევაზე, მისივე თქმით, ის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" სახელით საუბრობს. ხაზარაძისთვის გახარიას პარტიის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა:  

"3 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, ქართული ოცნების გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა და ყველა სხვა პირობებზე, მე ზად ვარ.

მე ვფიქრობ ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა და თითოეულ ჩვენთაგანს, ვიდრე რაღაცა ტექნიკური საკითხებია, მე ეს შევძელი პირადად, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, იცით რომ ამ კოალიციაში არის ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით... 

პარიტეტი მოლაპარაკებულია გახარიას პარტიასა და ლელოს პარტიას შორის, ასევე, როგორც ცალკე სუბიექტები ის სამი ადამიანი, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში და ჩვენ ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით ძლიერი საქართველო, ეს აღარ არის ლელო, ეს არის ძლიერი საქართველო, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული როგორც დამატებითი ამ კოალიციის უკვე დიდი ჯგუფის ნაწილი.  " განაცხადა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×