რეზონანსი
19.09.2024

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილმა დაწერა, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკიდურესად კორექტულად გამოხატა.

„ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა იმსახურებს იმას, რომ მთელი ცხოვრება იცხოვროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ირაკლი კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და მოცალეობის ჟამს ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს.

ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა.

ჩათვალეთ, რომ უკიდურესად კორექტული ფორმით გამოვხატე ჩემი განწყობა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კორექტული ფორმითაც“, - წერს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×