რეზონანსი
19.09.2024

ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, "ვივა მედიდან" ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის და ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას იმ საქმეების გამო, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა.

"ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა გალიაში. მან კარგად იცის რამხელა მხარდაჭერა მაქვს, როგორ მიყვარს ჩემი ხალხი და როგორ ვუყვარვარ ჩემს ხალხს. თვითონ არის გალიაში ჩაკეტილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ეზიზღებათ, ეს იცის. ამ ზიზღსაც დამსახურება უნდოდა და სიყვარულსაც, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დამსახურება უნდა.

დღეს აქტუალურია ბოდიშების მოხდა. საქართველო არასდროს არ მოიხდის ბოდიშს. დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის. დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სიმართლის გატანის დრო...

საქართველოს ჰყოლია სუსტი მმართველები, მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰყოლია მოღალატე მმართველები“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×