რეზონანსი
19.09.2024

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ქალს 10-ზე მეტი სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. მის საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მედიამ ჩაწერა, მეზობელი, რომელიც ადასტურებს, რომ მოდელი ძალადობის მსხვერპლი მეგობარი მამაკაცისგან არაერთხელ გამხდარა. 

"არ ვიცი ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, მაგრამ ძალადობდა მასზე. სოციალურ ქსელში ხშირად წერდა ამაზე. აპრილში რომ მასზე ძალადობდნენ და მეზობელმა გადაარჩინა. იყო ძლიერი ქალის მაგალითი და საუბრობდა, რომ ზოგადად ქალი საქართველოში არ იყო დაცული და მეც ვადასტურებ ამას, პირადი გამოცდილება მაქვს, მეც მეუქრებიან ამ ეტაპზე მკვლელობით. განვაცხადე პოლიციაში, თუმცა ამ ადამიანს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს. მე მისი მეზობელი ვარ, კარგად ვიცნობდი და მის პარტნიორსაც ხშირად ვხედავდით ხოლმე მაღაზიებში და ვიცოდით, რომ იყო მისი შეყვარებული“,- თქვა მეზობელმა. 

კესარია აბრამიძის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×