რეზონანსი
18.09.2024

"ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა", - ამის შესახებ გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ "ფორმულას" ეთერში საუბრობს.

მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.

ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახლავთ, შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" გადასვლა ოპოზიციაში... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი, - ამბობს გახარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×