რეზონანსი
18.09.2024

"ოცნების" ორი მაღალჩინოსნისა და ორი პრორუსი ექსტრემისტის დასაცინრების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა და გადაჭრით არ თქვა, ასრულებს თუ არა იმ შეზღუდვებს, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პასუხისმგებლობის ტვირთი კომერციულ ბანკებზე გადაიტანა; ქართულმა ბანკებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ეროვნული ბანკის გამოცემული ბრძანებით იხელმძღვანელებენ, თუ საერთაშორისო სანქციებით.

კომერციული ბანკების მიერ გადადგმულმა ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შესაძლოა სისტემა მთლიანად ჩამოშლის. საბანკო ასოციაცია განცხადებაში განმარტავს, რომ ისინი საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ და პარტნიორების ყველა მოთხოვნას შეასრულებენ. რაც ფინანსისტების თქმით სწორი მიდგომაა და არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ძალოვანი უწყების ორი მაღალჩინოსანი მაგნიტსკის გლობალური აქტით დაასანქცირა. მიზეზი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის ოცნების მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ოლიგარქთან დაახლოებულ ბიზნესმენები, ჯამში 60-ზე მეტი პირი დაასანქცირა. მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×