რეზონანსი
18.09.2024

მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლის შედეგად დაცვის  ორი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. 

ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა დაადასტურა. 

 ”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ , Wildberries-ზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ოფიცერის დაღუპვის გამო,” - წერს ის.

დაცვის მეორე თანამშრომლის გარდაცვალება Forbes-მა, Interfax-მა და RIA Novosti-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.

სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. 

შეგახსენებთ, დღეს მოსკოვის ცენტრში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×