რეზონანსი
18.09.2024

ისრაელის მცდელობები, გაავრცელოს კონფლიქტი რეგიონში, უკიდურესად სახიფათოა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის აგრესიის შეჩერების მცდელობები გაგრძელდება.

თურქეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა პეიჯერებით თავდასხმის გამო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით „როიტერი" წერს, რომ პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა" ჩადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×