რეზონანსი
18.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მორიგი პირისპირ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან. ჩემდა სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგამს.

„კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსრულუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკება. თანაბარსრულუფლებიანი პარტნიორი ნიშნავს თანაბასრულუფლებიან პარტნიორობას. შესაბამისად, ჩვენ გავაგარძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა, მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. მინდა მივაღწიო იმას, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია. ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

„ახალი შეხვედრა როცა დაინიშნება, შევხვდებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×