რეზონანსი
18.09.2024

მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით.

საპატრიარქოს გადაეცემა:

გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;

თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) - 1 ლარად.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 ლარად.

განკარგულებებს ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×