რეზონანსი
18.09.2024

ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, ამ მიზანს არ ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი.

„საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-სგან საქართველოს იზოლაციას ზრდის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან, დასავლეთთან და ქმედებები, განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, არ ემსახურება ამ მიზანს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე არის აშშ. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს აშშ-სგან იზოლირებისკენ, არავისთვის სასარგებლო არ არის", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×