„მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გადაარჩინა საქართველო საშიში ავანტიურისგან, რომელსაც შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე მოესპო", - ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის" ყოფილი წევრი არტემ დმიტრუკი საკუთარ YOUTUBE-არხზე საუბრობს. დმიტრუკის განცხადებით, საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.
„არჩევნები საქართველოში- ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქართველ ერის წინაშე უმნიშვნელოვანესი არჩევანი დგას - როგორ იცხოვრონ - მშვიდობაში თუ ჩაებან ახალ, საშინელ სისხლიან ომში. საქართველო ჩემთვის ყოველთვის ახლოს იყო თავისი ტრადიციებითა და მართლმადიდებლური სარწმუნოებით. ის საუკუნეების განმავლობაში პატივს სცემდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ისტორიას, მსახურებსა და მორწმუნეებს. საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა, ქართველები მშვიდობისმოყვარე ერია, რომლებსაც მშვიდობა სწყურიათ და ამას იმსახურებენ", - განაცხადა დმიტრუკმა.
უკრაინელი დეპუტატის შეფასებით, სააკაშვილის შემდეგ მოსულ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწია. მისივე თქმით, სწორედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყანას მოუტანა უწყვეტი მშვიდობა.
„ქართველებს ბევრის გადატანა მოუხდათ. მათ ვინც სააკაშვილის შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში უნდა მიეღოთ ძალიან რთული გადაწყვეტილებები, უნდა დაებრუნებინათ სტაბილურობა, მშვიდობა და არ დაეშვათ ახალი ომი, ახალი სისხლისღვრა. ახალმა მთავრობამ გადახედა ძველ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებდნენ საცოდავი რეფორმატორები. მთავრობის ახალმა ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ , თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ამ კუთხით თავიანთი მოვალეობა შეასრულეს. თუმცა უპირობოდ შეიძლება ეს სხვაგვარად მომხდარიყო. მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გადაარჩინა საქართველო საშიში ავანტიურისგან, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეძლო მოესპო", - აცხადებს დმიტრუკი.
საქართველოს შეუძლია გახდეს თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის კუნძული, - აცხადებს ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი და ბოლო წლებში საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენს დროში ცოტა მთავრობებს აღელვებთ საკუთარი მოქალაქეების პრობლემები. საქართველომ თავისი ისტორიის მანძილზე უკვე ძალიან ბევრი გამოიარა და ზუსტად ახლა მას შეუძლია გახდეს თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის კუნძული, მსოფლიო მასშტაბით გამანადგურებელი ტენდენციების მიუხედავად, რაც ყველაზე მთავარია, მათ ამისთვის ყველანაირი მონაცემი აქვთ. დღეს საქართველო მეზობლებთან ავითარებს ძალიან სწორ ურთიერთობებს, ახორციელებს თავშეკავებულ და ზომიერ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც უდავოდ გამოიღო შედეგი. ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მეზობლებთან მეგობრობა აუცილებელია. 2023 წელს საქართველოს მშპ 75 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს წინ. ხელისუფლება ყველა ქვეყანასთან სტაბილური ურთიერთობების საშუალებით, საკუთარი ინტერების გათვალისწინებით ვითარდება და არა ვიღაცების მიერ გარედან მიცემული მითითებებით", - აცხადებს დმიტრუკი.