რეზონანსი
17.09.2024

შტატების მხრიდან საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის, მათ შორის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას მმართველი გუნდი არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, რომლის მიზეზიც არავის აუხსნია, პოლიტიკური სანქციები გრძელდება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა, მმართველი გუნდის დაზიანების და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობაა.

ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებამდე სანქციებს კიდევ ელოდებიან და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. გადაწყვეტილების მიზეზებსა და მიზნებთან დაკავშირებით ოპოზიციის უმრავლესობას კითხვები არ აქვს, თუმცა არიან გამონაკლისებიც.

მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივი დარბევა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ამ მოტივით ხსნის შტატები ფინანსური სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ და ორ კერძო პირზე. საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილზე, მის მოადგილე მილერ ლაგაზაურზე, ასევე "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგია.

არჩევნებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, საზოგადოება სათანადოდ უპასუხებს - ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება კონტრპროდუქტიულად აისახება სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვის საკითხზეც.

ფინანსური სანქციების გარდა, შტატები სავიზო შეზღუდვებსაც აწესებს, გაცილებით მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×