ბიზნესმენის სკანდალური მხილება - ვინ არის ადვოკატი, რომელიც გიორგი ჩიკვაიძეს პროკურატურაში საქმის დალაგებაში ფულს სთხოვდა. ის გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობდა.
მივეცით სრული ინფორმაცია, რასაც ვფლობდით, ამირან გიგუაშვილთან დაკავშირებით და ვნახოთ სადამდე წავა ეს ყველაფერი.
ჩვენ ასევე გამოვიკითხეთ იმაზე, თუ რა ტიპის მტკიცებულებები გვაქვს. ეს არის სატელეფონო მიმოწერები, აუდიო ჩანაწერები. ყველაფერი გვაქვს, ამ მხრივ ჩვენგან სრული მზაობაა “,- განაცხადა ჩიკვაიძემ დაკითხვის შემდეგ.
მას იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა მის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაძიემ ხელისუფლება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთრეში ტერორში ამხილა.
ბიზნესმენმა გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.
ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.