რეზონანსი
16.09.2024

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია "ლელოსა" და საქართველოსთვის" გაერთიანების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მოკლეკაბიანი, ლამაზი ქალისგან თავის დაფასება არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, პრეზიდენტის "მარებლობა" წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით," - წერს იაგო ხვიჩია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×