რეზონანსი
16.09.2024

აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ე.წ. უცხოური გავლენის კანონის მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ძალადობრივად ჩაახშო მოქალაქეების პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ. დღეს აშშ სანქციებს აწესებს საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანზე და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერზე, ასევე 60-ზე მეტ პირზე აწესებს სავიზო შეზღუდვებს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციულ ან სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობის გამო. ეს ქმედებები არის ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი, რაც გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს.

 

„საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და გაწვევით და ევროკავშირთან გაწევრიანების რეფორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის ჩვენებით. გასული 32 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდაჭერი იყო. ჩვენი დახმარება ორიენტირებული იყო საქართველოს უფრო ძლიერ, წარმატებულ და შესაძლებლობებიან ქვეყნად ქცევაზე, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს“, – აღნიშნა მილერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×