რეზონანსი
16.09.2024

ბინძური ცილისწამებაა და მორიგ ჯერზე უკადრებლის კადრებაა, როდესაც გინდა წარმოაჩინო, თითქოს ბატონმა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა, ან ეს ბოდიში მიმართული იყო ოკუპანტი რუსეთის მიმართ. მათ ქართველი ხალხი იმდენად სულელი ჰგონიათ, რომ ფიქრობენ ვერ გაარჩევენ რა თქვა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფრის მკადრებელი ძალაა და მათგან არაფერია გასაკვირი, მათ შორის არც ასეთი ბრალდებები.

„ეს კომიკური ანტურაჟი - სააკაშვილი პირდაპირ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იდგა და ზარ-ზეიმით ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს, ეუბნებოდა, რომ ცალმხრივად გაგათავისუფლეთ სავიზო რეჟიმისგანო. თქვენ ნახეთ, რომ რამდენი თვე პირდაპირი კამპანია ჰქონდათ, უტიფრად უყურებდნენ ქართველ ხალხ თვალებში და სწორედ ეს ადამიანები იძახდნენ, რომ დაგვეწესებინა სავიზო რეჟიმი რუსეთთან. ყველას შევახსენებ, მათ აქვთ მოხდილი ბოდიშები. ბინძური ცილისწამებაა და მორიგ ჯერზე უკადრებლის კადრებაა, როდესაც გინდა წარმოაჩინო, თითქოს ბატონმა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა, ან ეს ბოდიში მიმართული იყო ოკუპანტი რუსეთის მიმართ. მათ ქართველი ხალხი იმდენად სულელი ჰგონიათ, რომ ფიქრობენ ვერ გაარჩევენ რა თქვა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა. თქვა ის, რომ გვჭირდება აფხაზ და ოს და-ძმებთან მიტევება, უნდა გავუწოდოთ შერიგების ხელი, მაგრამ არამც და არამც აქ არ იგულისხმება ოკუპანტი რუსეთი. ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს უნდა შევთავაზოთ ძლიერი საქართველოს იდეა და გავაგრძელოთ ერთიან საქართველოში ცხოვრება, ეს კი ურთიერთ მიტევების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×