ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, 2008 წლის ომში საქართველოს დანაშაულის შესახებ სოციალურ ქსელში ომის გმირის თამაზ ნიკიტინის ცოლი, მარი სამუშია ეხმიანება.
"ბოდიში?!
რისთვის ხალხო
ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?!
ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?!
ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!
ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?!
და ყველაზე მთავარი ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?!
მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?!
ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ," - წერს მარი სამუშია.