"ბოდიში შმაგი ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის..." - ამის შესსახებ 2008 წლის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის შმაგი სოფრომაძის ცოლი თეა ტაბატაძე Facebook-ში და ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველო 2008 წლის ომში დამნაშავეა და ოსებისთვის ბოდიშია მოსახდელი.
"ბოდიში შმაგი ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის...
ალბათ არ ღირდა...
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე...
გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო...
ბ ო დ ი შ ი შ ე ნ !!!!" - წერს შმაგი სოფრომაძის ცოლი.
"ბ ო დ ი შ ი ჩემს ოჯახს, ბაბოს და პაპას, ნახევარი ცხოვრება რომ ომში გაატარეს საკუთარ მიწაწყალზე...
ბ ო დ ი შ ი რომ ვერ შევძელით დაგვეცვა ჩვენი სახლი, სოფელი... ხომ გახსოვთ შმაგი დაგპირდათ, მე ამ სოფლოსთვის საკუთარ სისხლს დავღვრიო...
დაღვარა პაპა... თუმცა დღეს ეს ქვეყანა მაინც მტერს უხდის ბოდიშებს, ჩვენს გმირებს მშვიდი ძილისგან გამოუფხიზლებიათ...
ბ ო დ ი შ ი რომ გაგიმწარდათ სიბერე ჩვენი "დების" და "ძმების" გამო...
როგორ გავუძლო?!" - წერს თეა ტაბატაძე.