რეზონანსი
15.09.2024

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო.

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს.

პრემიერ დონალდ ტუსკის განცხადებით, სტიქიის გამო, ქალაქ კლოძკოში 1 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში კაშხალი ადიდდა. გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდა, სახლების დასატოვებლად მოემზადონ.

ჩეხეთში, სტიქიის გამო, ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში შაბათ-კვირას დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები ჩაიშალა.

მსხვერპლი მოჰყვა შტორმ „ბორისს“ რუმინეთშიც, სადაც წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×