რეზონანსი
15.09.2024

,,სიგიჟეა, მგონია, რომ სიზმარში ვარ. ვცდილობდი, რომ წინასწარ არ მეფიქრა ქამარზე. ყოველი ბრძოლის მოგების შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ მიზნისკენ. ასე მოვედი აქამდე. დღეს მხოლოდ ო’მალის დამარცხებაზე ვფიქრობდი. ვიცი, რომ ძლიერია, მაგრამ დღეს მე ის რიგით, ჩვეულებრივ მებრძოლად წარმოვაჩინე. პატივისცემა მას, თუმცა ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვიბრძვით და საუკეთესო იმარჯვებს. მე დღეს საუკეთესო მებრძოლი ვარ UFC-ში. შემომხედეთ, მე ახლა უკვე ჩემპიონი ვარ! მე ინსპირაციას ვაძლევ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამავდროულად, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ისევ ის ვარ, მშენებლობაზე რომ მუშაობდა. ო’მალი მაღლიდან მიყურებდა, ფიქრობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო. არავინ არავისზე უკეთესი არ არის. ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. იშრომეთ თქვენი მიზნებისთვის და ყველაფერი შესაძლებელია," - აღნიშნა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი დაამარცხა.

ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა. ო’მალიმდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×