რეზონანსი
15.09.2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთ პატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.

„მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).

პ. ს. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ: არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ! ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!..

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა“, - წერს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×