რეზონანსი
15.09.2024

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სარ­ჩევ­ნო სიის წევ­რე­ბის, გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი­სა და ლაშა ბე­ქა­უ­რის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ემიჯ­ნე­ბი­ან.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რომ პარ­ტი­ის წევ­რებს პოს­ტე­ბი და­ა­წე­რი­ნონ, ოდი­შა­რია პა­სუ­ხობს - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა შუ­ა­შია“?!

"ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­წე­რილ პოს­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ, კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მო­ი­კი­თხეთ, ლაშა ბე­ქა­ურს და გენო პეტ­რი­აშ­ვილს მა­მა­ლი მგლის და ლო­მის არ ეში­ნი­ათ და რო­მელ პოსტს წა­ი­კი­თხა­ვენ, ვინ­მეს და­ვა­ლე­ბით? ძა­ლი­ან ცდე­ბით, რომ ასე უყუ­რებთ არა მხო­ლოდ თქვენ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც ამ გმირ ადა­მი­ა­ნებს, ეს ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შევ­ლენ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ქმე­დე­ბე­ბით ამ უკა­ნას­კნე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ტო­რი­ა­ში რო­გორ შევა და რა გვა­რად, ამა­საც ვნა­ხავთ. შე­იძ­ლე­ბა მე ვერ მო­ვეს­წრო, მაგ­რამ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. ის არ იქ­ნე­ბა და ვერც იქ­ნე­ბა იმ მწვერ­ვალ­ზე, სა­დაც იქ­ნე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ლაშა ბე­ქა­უ­რი, ტა­ლა­ხა­ძე და სხვა ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას­თან, ზო­გა­დად გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან და მზად არი­ან, ისევ და­უდ­გნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, არამ­ხო­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ქარ­თველ ხალ­ხს.

მათ­თვის სუ­ლერ­თია, ეს იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუ მათ შო­რის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ისი­ნი კი­დევ უფრო სი­მაღ­ლი­დან უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უყ­ვართ, ისი­ნი არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის, ოქ­როს მედ­ლე­ბის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბის გამო ას­პა­რე­ზო­ბენ, არა­მედ მათ შო­რის, იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ე­ხა­რე­ბი­ნათ. ხომ უნდა იყო პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იმას მო­ა­ხერ­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნიც ვართ, ბოლო კა­ცამ­დე ყვე­ლას უყ­ვარ­დეს, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს და შენ ასე მოგ­მარ­თონ. სხვა­თა შო­რის, აქ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ ყო­ფი­ლა, აქ იყო ხის­ტი პო­ზი­ცია, სი­მარ­თლე, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე აქე­დან­ვე უნდა შე­ეჩ­ვი­ოს, რად­გან ბევ­რი წელი ამის მოს­მე­ნა მო­უ­წევს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×