16-19 სექტემბერს, დღის საათებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ყოველ-დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, 20 სექტემბერს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.