რეზონანსი
14.09.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე „საქართველოს დაცვის აქტის“ განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფკების ცვლილების შემდეგ ეს აქტი ძალაში შევა. 

აქტი განსაზღვრავს 9 ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და ა.შ.

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა, რომ ქართული მიწა იყიდებოდეს ოკუპოანტ სახელმწიჯფოს წარმომადგენელბზე. რა პატრიოტიზმე და უსაფრთხოებაზეა საუბარი. ქართული მიწა იყიდება დღეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე. ოკუპანტი არ არის ეთნოსი, ოკუპანტი არის ფაქტი. საქართველოს აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და აქ საუბარია ოკუპანტზე და არა ეთნოსზე. ასეთი კანონები არის ბევრს ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არის შეზღუდული კონკრეტული საკითხები, ამას კავშირი არ აქვს ეთნიკურობასთან", - თქვა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით,  "თუ საქართველო დარჩება ძლიერი მოკავშირეების და მეგობრების გარეშე, ქვეყანა იოლი ლუკმა რუსეთისთვის იქნება": 

ნაცვლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსახლეობას კარგად ესმის რა დევს სასწორზე: 

როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ამომრჩეველს, ძალიან მარტივია, გაიგოს სიმართლე. საქართველო რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, შტატების პარტნიორი, რასაცა ახლა საფრთხის ქვეშ აგდებს "ოცნება" და რომელსაც ექნება მხარდაჭერა, ის იქნება უსაფრთხო და დაცული. თუ საქართველო დარჩება პარტნიორების და მეგობრების გარეშე, რისკენაც მიჰყავს ოცნებას, მარტო დარჩენილი, ძლიერი მოკავშირეების და მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო იქნება იოლი ლუკმა რუსეთისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწრაფად გავაიროთ ეს ცხრა ნაბიჯი, სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×