რეზონანსი
14.09.2024

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი „ინსტაგრამზე“ საგანგებო მიმართვას აქვეყნებს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელი და არაკორექტულია პრეზიდენტის პოზიცია.

გენო პეტრიაშვილი ემიჯნება ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება. 

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, - დაწერა გენო პეტრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×