რეზონანსი
13.09.2024

ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“.

„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა. ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაჯილდოებისთვის გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×