რეზონანსი
13.09.2024

როდესაც ასეთი ღონისძიებაა, უნდა შეგეძლოს შენ პირად განწყობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დადგე. როდესაც ასეთ დროს არ მოდიხარ, ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დაჯილდოების ღონისძიებაზემთავრობის წარმომადგენლების არ დასწრება შეაფასა.

ბესელიას თქმით, ასეთი ღონისძიების დროს არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს.

„ძალიან ცუდია, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ ესწრებიან დაჯილდოების ცერემონიას. ეს ისეთი სიხარულია, რომ ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი ყველასთვის. როგორ შეიძლება არ მოხვიდე, როდესაც ოლიმპიელებს, პარალიმპიელებს აჯილდოებს პრეზიდენტი. რა მნიშვნელობა აქვს ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. როდესაც ასეთი ღონისძიებაა, უნდა შეგეძლოს შენ პირად განწყობაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დადგე. როდესაც ასეთ დროს არ მოდიხარ, ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. ეს არის უმწიფრობის მაჩვენებელი”,- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×