რეზონანსი
13.09.2024

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით (ე.წ. დომკრატით) ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, თუმცა მედიკოსებს 33 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×