რეზონანსი
13.09.2024

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მარჯანიშვილის თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვასმ გამორჩეული მსახიობის გარდაცვალების გამო.

„ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან 34 წლის მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის ერთგული მსახური. მან შექმნა დაუვიწყარი სახეები. ზურა ბერიკაშვილის დანაკლისი წარმოუდგენელია ქართულ თეატრსა და ესტრადაზე.

მარჯანიშვილის თეატრი უსამძიმრებს, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მაყურებელს, რომელთაც უპირობოდ ემახსოვრებათ ნიჭიერი, კეთილი, მარად ახალგაზრდა, სულ მომღიმარი ზურიკო!",- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×