2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა. ამის შესახებ მონაცემებს „საქსტატი" ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქორწინების და განქორწინების შემთხვევა თბილისსა და იმერეთში ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად: თბილისი - 2 935 ქორწინება დარეგისტრირდა, 2 298 კი განქორწინება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 002 ქორწინება, 550 განქორწინება.
გურია - 263 ქორწინება, 210 განქორწინება.
იმერეთი - 1 522 ქორწინება, 1 091 განქორწინება.
კახეთი - 786 ქორწინება, 471 განქორწინება.
მცხეთა-მთიანეთი - 182 ქორწინება, 100 განქორწინება.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83 ქორწინება, 59 განქორწინება.
სამეგრელო და ზემო სვანეთი - 893 ქორწინება, 834 განქორწინება.
სამცხე-ჯავახეთი - 409 ქორწინება, 152 განქორწინება.
ქვემო ქართლი - 1 205 ქორწინება, 676 განქორწინება.
შიდა ქართლი - 644 ქორწინება, 418 განქორწინება.