რეზონანსი
13.09.2024

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კამალა ჰარისთან გამართულ პირველ დებატებში.

„გამოკითხვები ნათლად აჩვენებს, რომ მე მოვიგე დებატები კამალა ჰარისის წინააღმდეგ და მან მაშინვე მოითხოვა მეორე დებატები. ჰარისმა და თაღლითმა ჯომ გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა, მილიონობით კრიმინალი შემოდის შეერთებულ შტატებში, ინფლაციამ გააკოტრა ჩვენი საშუალო კლასი. ეს ყველამ იცის და კამალასა და ჯოს მიერ გამოწვეული ყველა სხვა პრობლემა დეტალურად განვიხილე ჯოსთან პირველი დებატების დროს და ჰარისთან მეორე დებატების დროს. კამალამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მესამე დებატები არ იქნება!“ – წერს ტრამპი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×