დღეს მთელ საქართველოს ცვლილების უდიდესი სურვილი აერთიანებს, რომელიც მოიტანს ევროპას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას - ეს არის შესაძლებელი. ამის შესახებ " კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ზესტაფონში კოალიციის ოფისის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი "კოალიცია ცვლილებებისთვის" უპირატესობა არის ის, რომ მათ სურთ შემდეგი ხელისუფლება იყოს კოალიციური.
„მიხარია, რომ მოგმართოთ იმედით და სრული რწმენით, რომ დადგა ცვლილებების დრო. დღეს მთელ საქართველოს ცვლილების უდიდესი სურვილი აერთიანებს, რომელიც მოიტანს ევროპას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ეს არის შესაძლებელი. ჩვენ თაობას გვაქვს ისტორიული პრივილეგია პრობლემის შემდეგ, საქართველოს გავხადოთ ევროკავშირის წევრი. ამისთვის მოგვეთხოვება მივიდეთ და გავაფერადოთ „ცვლილებისთვის", ჩვენი კოალიციის უპირატესობა არის ის, რომ გვინდა შემდეგი ხელისუფლება იყოს კოალიციური",- განაცხადა ხოშტარიამ.