რეზონანსი
10.09.2024

თბი­ლის­ში, ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში 15 წლის მო­ზარ­დი მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 20 დღის წინ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, მშე­ნე­ბა­რე პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და. მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აგ­ვის­ტოს, დე­დოფ­ლის­წყა­როს მშე­ნე­ბა­რე ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი ცუ­რავ­დნენ, რა დრო­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და.

ად­გილ­ზე სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს. მათ მო­ზარ­დი ჯერ ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. 

"ამბებს" მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლმა ასეთი რამ უთხრა:

"მა­რი­ა­მი 16 სექ­ტემ­ბერს 16 წლის გახ­დე­ბო­და. 21 აგ­ვის­ტოს დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბის უბ­ნი­დან მო­ზარ­დე­ბი ავ­ტო­ბუ­სით მშე­ნე­ბა­რე პარკში წა­ვიდ­ნენ გა­სარ­თო­ბად. მა­რი­ა­მი ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით იპო­ვეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. წყალ­ში თვი­თონ ჩა­ვი­და, ჩა­ვარ­და, თუ ხელი კრეს და ჩა­აგ­დეს, არა­ვინ იცის, მო­ზარ­დე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ. ზო­გა­დად, მა­რი­ამს წყლის შიში ჰქონ­და...

გო­გო­ნა ერთ ბიჭს, ად­გი­ლობ­რივს ამო­უყ­ვა­ნია წყლი­დან და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­უ­ძა­ხი­ათ, სას­წრა­ფოს ექი­მებს უთ­ქვამთ, ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­ზამ­თო და მაშ­ვე­ლებს აუ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მისი გული. მას მერე მა­რი­ამს ტვი­ნი ჰქონ­და გა­თი­შუ­ლი და 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. ექი­მებ­მაც ვერ გა­ი­გეს, გო­გო­ნას რა და­ე­მარ­თა, იმის მი­ხედ­ვით რომ მე­ღოთ ზო­მე­ბი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტვი­ნი დიდ­ხანს იყო უჰა­ე­როდ და ამი­ტომ გა­ი­თი­შა. მა­რი­ა­მის დე­დას თავ­ში სიმ­სივ­ნე აქვს, ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, სა­ცო­და­ო­ბა ტრი­ა­ლებს... ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვე­რა­ფერს ას­კვნი­ან, რო­გორც თქვეს, ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ალ­ბათ იცი­ან და არა­ფერს ამ­ბო­ბენ. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ პარკში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ იყო და­ცუ­ლი და ამი­ტო­მაც მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს".

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×