რეზონანსი
10.09.2024

საბა მეფარიშვილი, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დღეს 2000 ლარითაც დააჯარიმეს.გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ გამოაცხადა.

ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.

როგორც მისი ადვოკატი, თათია კონიაშვილი ამბობს, სანამ საბა მეფარიშვილს სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მანამდე დღენახევარი მეფარიშვილი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. სწორედ ამ საქმეზე მიიღო დღეს გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშკუამ. 

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×