რეზონანსი
10.09.2024

სოლიდარობა აფგან სადიგოვს! - მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს, რადგან მას იქ პატიმრობა და წამება ემუქრება. 

სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი "საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრია", რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციის მიზანია, საზოგადოებამ ერთად დაიცვას კრიტიკული ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×