რეზონანსი
15.08.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლის დროს განაცხადა. საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი - სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი. ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, ჩვენ გავედით მსოფლიოში 24-ე ადგილზე და ესეც არის საუკეთესო შედეგი

მისი თქმით, ეს წარმატება არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, ოლიმპიური კომიტეტისა და მწვრთნელების დამსახურება.

„მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა და მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს წარმატება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი.

„არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით. ჩვენს შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×