რეზონანსი
15.08.2024

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს გარკვეული დაპირისპირება შემოიტანოს, ქართველი ოლიმპიელების, ქართული სპორტის მიერ მოპოვებული წარმატება იყოს ერთგვარი პოლიტიკური დისკუსიის საგანი და მას ჩრდილი მიაყენოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა და დასაჯილდოებელი ადამიანებისთვის შესაბამისი ორდენების გადაცემა არ არის.

„დღევანდელი ღონისძიება ითვალისწინებს ჩვენი ოლიმპიელების შეხვედრას, მათ საზეიმო დახვედრას, წარმატების აღნიშვნას. რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოების ბრძანებას, დაჯილდოების გადაცემის პროცედურას - ეს სხვა საკითხია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს გარკვეული დაპირისპირება შემოიტანოს იმაში, რომ რამენაირად ეს წარმატება, რომელიც ქართველმა ოლიმპიელებმა, ქართულმა სპორტმა, ზოგადად მიაღწია, იყოს ერთგვარი პოლიტიკური დისკუსიის საგანი და ერთგვარი ჩრდილი მიაყენოს ამას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, სპორტსმენებთან დღევანდელი შეხვედრა არის მათი გამარჯვების და მიღწევების გაზიარება საზოგადოებასთან.

„დაჯილდოება და ჯილდოს გადაცემის ცერემონია - სხვა საკითხი გახლავთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×