,,საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე" - ამის შესახებ ,,ერთიანობის" ლიდერმა, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის საპასუხოდ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა მოშორდეს".
,,საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე და პასუხი გასცეს "ქართული ოცნებისა" და რუსულ პროპაგანდას. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ. ფაქტია, "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს ხელისუფლებიდან და სწორედ ამისთვის გავიმარჯვებთ ერთიანობით 26 ოქტომბერს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა. "ქართული ოცნება" ამ განცხადებაში 2008 წლის ომს "სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურას" უწოდებს და გამოძიებას აანონსებს.