პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი "ქართულ ოცნებას" აქებს - კანდელაკი აგვისტოს ომზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა":
ადამიანი მზად არის სიმართლეს წლები, ათწლეულებიც კი ელოდოს. მის მოსაპოვებლად მიდიან მსხვერპლზე, იტანჯებიან, იღუპებიან. ყველაზე საშინელებაა, როდესაც ძალაუფლებას ამოფარებულნი სიმართლეს ზევიდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და ხელმძღვანელი უღირსი, უსინდისო მმართველია, მაშინ სიმართლის მოპოვების ფასი ასტრონომიულია. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა, რომლიც ფასიც ყველამ გადავიხადეთ"- წერს კანდელაკი.
რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან ციტატა წაიკითხა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან იმის “დასამოწმებლად”, რომ კრემლისა და საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციები აგვისტოს ომის დაწყებასთან მიმართებით ერთმანეთს ჰგავს და დასავლეთის დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.