რეზონანსი
15.08.2024

დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს 190 000-ით მეტი საარსებო შემწეობის მიმღებით ხვდება, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და 203 000-ით მეტით, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხვდებოდა - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე საუბრობს. 

მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრადიციულად წინასაარჩევნოდ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა.

,,აშკარაა ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს და მოქალაქეებს აგრძნობინებს ძალაუფლების ხელშესახებ გავლენას"- ამბობს პოლიტიკოსი. 

ჯამში 2024 წლის ივლისის მონაცემებით 677495 პირია პირდაპირ ან ირიბად საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული. აღსანიშნავია რომ მათ შორის არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშიც არიან ჩართულები და ის პირებიც, რომლებიც უშუალოდ არ იღებენ საარსებო შემწეობას, მაგრამ მათ ოჯახში მინიმუმ ერთ 16 წლამდე ასაკის ბავშვს მაინც აქვს დანიშნული საარსებო შემწეობა.  

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრადიციულად წინასაარჩევნოდ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. აშკარაა ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს და მოქალაქეებს აგრძნობინებს ძალაუფლების ხელშესახებ გავლენას. სოციალური პროგრამები და სერვისები მნიშვნელოვანი მაცდური შესაძლებლობაა სახელისუფლებო გუნდისთვის ხმების მობილიზების თვალსაზრისით. 

ყველა გადამწყვეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინში, საარჩევნო წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა გვაჩვენებს დინამიკაში რამდენად მზარდია იმ პირთა ოდენობა არჩევნების მოახლოების პარალელურად, ვინც სახელმწიფოს სოციალური გასაცემლის მიმღები და პირობითად მასზე დამოკიდებული ხდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ნებისმიერი სოციალური გასაცემელი თუ სერვისი, რასაც ის სახელმწიფოსგან იღებს არის გადასახადის გადამხდელების ბიუჯეტიდან დაფინანსებული და არაა კავშირში იმასთან თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათ არანაირი ვალდებულება არ აქვთ სახელისუფლებო პარტიას დაუჭირონ მხარი, იმის გამო რომ რაიმე ბენეფიტს იღებენ სახელმწიფოსგან. და რადგან არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს თუ ვინ ვის დაუჭირა მხარი, არჩევანი გააკეთონ თავისუფლად, ყოველგვარი შიშებისა და ზეგავლენის გარეშე- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×